საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 522 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 14 პაციენტი. დღევანდელი მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 21 922 ტესტი ჩატარდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.38 %. ბოლო ერთი კვირაა, საქართველოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება. ეპიდემიოლოგების შეფასებით, ქვეყანამ პანდემიის მესამე ტალღის პიკი გადაიარა. საქართველო ახლა სამ მილიონზე მეტი დოზა ვაქცინის მისაღებად და ფართომასშტაბიანი ვაქცინაციისთვის ემზადება, რასაც სპეციალისტების შეფასებით, ეპიდვითარების დასტაბილურებაში მნიშვნელოვანი როლი ექნება.
მოამბე