კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატზე

პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა.

მმართველ გუნდში პოზიცია ჯერ შეჯერებული არ არის, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ პარტიას საკუთარი კანდიდატი საერთოდ არ ჰყავდეს და დამოუკიდებელ კანდიდატს გამოუცხადოს მხარდაჭერა, ან პრეზიდენტის პოსტი ოპოზიციას დაუთმოს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ამ გზავნილის შემდეგ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის შესაძლო მონაწილეობის საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდა. თუმცა პარლამენტის დამოუკიდებელი კანდიდატი ამ ეტაპზე ისევ დუმილს ამჯობინებს. მისი კანდიდატურის გარშემო აზრთა სხვადასხვაობაა საპარლამენტო უმრავლესობის შიგნითაც. რაც შეეხება ოპოზიციას -ხელისუფლების ოპონენტებმა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადებიდან სხვა გზავნილები ამოიკითხეს.