ექსკლუზიური ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

ბიძინა ივანიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პირველ არხს მისცა, დღეს შეფასებების მთავარი თემაა.

პოლიტიკოსები და ესპერტები იმ თემებს ეხმაურებიან, რომლებზეც ივანიშვილმა მაკა ცინცაძის „აქტუალურ თემაში“ ისაუბრა. „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზები, ჭარბვალიანობა, ეკონომიკური მდგომარეობა, სიღარიბე და პრობლემების გადაჭრის გზები ამ თემების ნაწილია.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინტერვიუს მთავარი ნაწილები ნახეთ თამარ წიკლაურის რეპორტაჟში.