დღესვე სალომე ზურაბიშვილთან ორბელიანების სასახლეში სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრა და კონსულტაციები გამართეს ქარტიაზე ხელმომწერმა ოპოზიციურმა პარტიებმა. მათი განცხადებით, ჯერჯერობით საბოლოო სამოქმედო გეგმა ჩამოყალიბებული არ აქვთ, თუმცა, დღის ბოლოს სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგის გამართვას გეგმავს, სადაც დამატებით დეტალებზე ისაუბრებს. ოპოზიციური პარტიების შემდეგ, პრეზიდენტთან კონსულტაციებზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მივიდნენ.