კონსულტაციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი გასვლით შეხვედრას მართავს.
პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ჯგუფის წევრები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციებზე იმსჯელებენ და მონაწილე სუბიექტების მიერ წარდგენილ წინადადებებს განიხილავენ.
სამუშაო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც პოლიტიკური პარტიების, ხელისუფლების ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები შედიან, მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო მუშაობა.