კონსულტაციები სახალხო დამცველის კანდიდატურების შესარჩევად

ომბუდსმენის შერჩევის კრიტერიუმებზე პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებასთან დაკავშირებით, დღეს ოპოზიციასთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. აუდიენცია 5 საათზეა ჩანიშნული, დაზუსტდება ტექსტის შინაარსი.

ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ, საკონკურსო კომისია შეიქმნება. ცხრაკაციანმა ჯგუფმა უნდა შეაფასოს, თუ ვინ აკმაყოფილებს მომავალი სახალხო დამცველის კრიტერიუმებს. დეპუტატები კანდიდატებს ჯერ საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ, ხოლო შემდეგ კი მათ პოლიტიკური ძალები შეარჩევენ. სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. არჩევის პროცესში ჩართულობაზე ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გამოთქვა მზადყოფნა, გარდა „სტრატეგია აღმაშენებლისა“.