მმართველი გუნდი მეორე ტურისთვის ემზადება. “ქართული ოცნება” კონსულტაციებს განაგრძობს. როგორც დაანონსებულია, ინტენსიური შეხვედრები მოსახლეობასთან ორშაბათიდან დაიწყება. ცენტრალურ შტაბს, რომელიც მეორე ტურის წინ შეიქმნა, ირაკლი კობახიძე, თბილისის შტაბს კი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე ხელმძღვანელობს.
როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რისთვისაც უმრავლესობას სამოქმედო გეგმა უკვე აქვს.