კონსულტაციები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ იფისში

კონსულტაციები გრძელდება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ იფისში. უმრავლესობაში ამბობენ, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის  სალომე ზურაბიშვილს ეფექტური  წინასაარჩევნო კამპანია ექნება და მოქალაქეების ნდობის მოპოვებას შეძლებს.  “ქართული ოცნების” ლიდერები დარწმუნებულები არიან,  რომ მეორე ტურში მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი გაიმარჯვებს.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბს, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, თბილისის შტაბს კი  დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ხელმძღვანელობს.