„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ორ შტაბს ქმნის. ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო შტაბს პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, ასევე ცალკე შტაბი იმუშავებს თბილისში, რომელიც კახა კალაძეს ჩააბარეს.
პარტიის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან მალევე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დედაქალაქის საკრებულოს წევრები და გამგებლები მივიდნენ, რომლებსაც მერი ამ წუთებშიც ხვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა მეორე ტურის მოსამზადებელ სამუშაოებს უკავშირდება.