ახალი მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად მმართველ გუნდში კონსულტაციები დაიწყო.
პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილავდა დაანონსებულ სტრუქტურულ ცვლილებებს. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ უნდა გამხდარიყო ცნობილი, რომელ სამინისტროებს მოუწევს სხვა უწყებებთან გაერთიანება, თუმცა კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება.
პოზიციების შეთანხმების შემდეგ, სამინისტროების შესამცირებლად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება, რომლებიც პარლამენტში ზუსტად ერთ კვირაში უნდა გაიგზავნოს.