მმართველ გუნდში კონსულტაციები გრძელდება.
ამჯერად „ქართული ოცნების“ ოფისში პარლამენტის მაჟორიტარები იმყოფებოდნენ. დეპუტატებმა პარტიის ხელმძღვანელობას ის პრობლემები გააცნეს, რომლებიც, მათივე ინფორმაციით, კონკრეტულ რეგიონებში არსებობს.
როგორც უკვე დაანონსებულია, არჩევნების პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე „ქართული ოცნება“ ორეტაპიან ცვლილებებს გეგმავს. პირველი ეტაპი უშუალოდ ამომრჩევლებთან მუშაობას და საარჩევნო ღონისძიებებს ეხება, მეორე ეტაპი კი, მოსახლეობაში დაგროვილი სოციალური პრობლემების გადაჭრას გულისხმობს.