ვინ ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში „ევროპელი სოციალისტების“ შემდეგ.
საკითხზე „გირჩსა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის დღეს კონსულტაციები გაიმართა. საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნდამენტური ცვლილება და საარჩევნო რეფორმა ამ ორ მოთხოვნაზე შეთანხმების შემთხვევაში პარტია „მოქალაქეები“ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას გეგმავს. „გირჩი“ კი ყველა მომდევნო არჩევნების პროპორციული სისტემით ნულოვანი ბარიერის პირობებში ითხოვს. ამასთან პარტიის შეფასებით პლებისციტის ნაცვლად მომავალი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით უნდა გადაწყდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხიც. თუ ოპოზიციური პარტიები ერთად, „ქართულ ოცნებაზე“ მეტ ხმას მიიღებენ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ წარმომადგენლებმა პოზიციები უკვე გაცვალეს, ახლა კი საკუთარი ხედვების გაცნობას სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გეგმავენ.