პარლამენტი სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებზე მსჯელობას განაგრძობს. პოლიტიკური მხარეები დისკუსიებს რვა მსურველის ირგვლივ აგრძელებენ.
მიმდინარე პროცესს უნდობლობას უცხადებს „სტრატეგია აღმაშენებელი“ და კონსულტაციაში მონაწილეობას არ აპირებს. თუმცა, სხვა ოპოზიციურ პარტიებში მოსაზრებები განსხვავებულია. „გირჩში“ აცხადებენ, რომ კონსენსუსის მისაღწევად იაგო ხვიჩიას კანდიდატურა საუკეთესო ვარიანტია. მმართველ გუნდში კი იმედოვნებენ, რომ პოზიციების შეჯერება დროულად მოხერხდება.