შეჯერდება თუ არა ორი რეზოლუცია არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე. კონსულტაციები უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს დასრულდება.
მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ პროექტს მომავალ სასესიო კვირაში მიიღებენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კონკრეტულ ნაბიჯებს უმრავლესობის მხრიდან ელოდებიან და საბოლოო გადაწყვეტილება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ფორმით აისახება რეზოლუციის ტექსტში ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია.
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რეზოლუცია პრინციპული და სამართლებრივად გამართული იქნება.