ქვეყნის ახალ მინისტრთა კაბინეტთან ერთად დასატკიცებელია აჭარის მთავრობის შემადგენლობაც, რომელიც ზურაბ პატარაძის გადადგომის შემდეგ ავტომატურად გადამდგარად ითვლება.
უმაღლეს საბჭოში კონსულტაციები დაიწყო. პრეზიდენტი უკვე ბათუმშია. სწორედ გიორგი მარგველაშვილმა უნდა წარუდგინოს პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრების შემდეგ უმაღლესი საბჭოს დეპუტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის და მინისტრობის კანდიდატები. ჯერ უცნობია, იქნება თუ არა მათ შორის „ქართული ოცნების“ მიერ მთავრობის მეთაურობის კანდიდატად უკვე დასახელებული თორნიკე რიჟვაძე, რომელთანაც პრეზიდენტი შეხვედრას გეგმავს.
უმაღლეს საბჭოში მყოფი ოპოზიციური ჯგუფები არ გამორიცხავენ, რომ ერთიანი კანდიდატი მათაც ჰყავდეთ.