პარლამენტში ახალი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო.
პროცესს უნდობლობას უცხადებს „სტრატეგია აღმაშენებელი“. გაერთიანების დეპუტატები კონსულტაციას არ დასწრებიან. პირველი შეხვედრა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ცოტა ხნის წინ დასრულდა. მხარეთა განცხადებით, მთავარია პროცესი დასრულდეს კონსენსუსით და შესრულდეს ევროკომისიის რეკომენდაცია. დღევანდელ შეხვედრაზე კანონმდებლებს რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება კანდიდატებზე არ მიუღიათ. დეპუტატების ინფორმაციით, კონსულტაციების შემდეგი რაუნდი სავარაუდოდ მომდევნო კვირაში ჩატარდება.