კონსულტაცია ოპოზიციასთან

სასამართლო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი დღეს შეხვედრას გამართავს. მხარეები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილების საკითხთან დაკავშირებით, დისკუსიას გამართავენ. საუბარი შეეხება იმ რეკომენდაციების გათვალისწინებას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიიდან მიიღო. მმართველი გუნდი ოპონენტებს შეხვედრაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას სთავაზობს, რომ დღესვე, დღის განმავლობაში წარმოადგინონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატები.

მანანა დევაძე მხარეთა პოზიციებით.