საგარეო პოლიტიკას მთავრობა წარმართავს, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტებს ცერემონიული ხასიათი ჰქონდა და მის ვიზიტებს მთავრობის პოლიტიკა არ დაუზიანებია – ასეთია საკონსტიტუციო სასამართლოს იმ სამი მოსამართლის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, ვინც განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა.
ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში ექვსი მოსამართლის მიერ 52-ე მუხლის განმარტებას ძირითადად ეთანხმებიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ ვიზიტის შინაარსს მაინც აქვს მნიშვნელობა. საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები მოსამართლეების ამ მოსაზრებას პოლიტიკურ და არა სამართლებრივ მოსაზრებას უწოდებენ. უფრო კონკრეტულად რა არგუმენტებით ამყარებენ მოსამართლეები საკუთარ გადაწყვეტილებას – თეონა ხუბულავა დეტალებით.