"კონსტიტუცია უსინათლოთათვის“ - პროექტის პრეზენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოში
“კონსტიტუცია უსინათლოთათვის“ – საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ამ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ბრაილის შრიფტით დაიბეჭდა საქართველოს კონსტიტუცია და მასში განხორციელებული ცვლილებები, რაც ქვეყნის მთავარი კანონის შინაარსის გაცნობის საშუალებას აძლევს უსინათლოებს.
კონსტიტუცია გამოიცა ასევე აუდიოწიგნის სახით. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დღეს როგორც ნაბეჭდი ვერსია, ასევე აუდიო ვარიანტი უსინათლოთა კავშირის წევრებს გადასცა.