„ქართული ოცნების“ წევრები რუსეთის დუმის დსთ-ის კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინ ზატულინის განცხადებას ეხმაურებიან. ზატულინის თქმით, „რუსეთისა და ბელარუსის სახელმწიფოების კავშირში აფხაზეთის გაწევრიანება შექმნის პირობებს, რომ რუსებისთვის უძრავი ქონების შეძენის საკითხი გადაიჭრას – მე მომხრე ვარ, რომ ეს მოხდეს, ამბობს ზატულინი“.
ქართველი პოლიტიკოსების შეფასებით, აფხაზეთი არის დროებით ოკუპირებული ტერიტორია და მის შესვლას ნებისმიერ კავშირში, ვერ ექნება საერთაშორისო სამართლებრივი აღიარება.