კონსილიუმი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

27 წლის ექთანი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახალციხეში ვაქცინაციის შედეგად გაუარესდა, თბილისშია გადმოყვანილი. მის გადარჩენას თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები ცდილობენ.

შემთხვევა ახალციხეში მდებარე „იმედის“ კლინიკაში დღის პირველ ნახევარში მოხდა. ვაქცინაციიდან ნახევარ საათში ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა, რის გამოც ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა გადაყვანილი.

მარიამ შალიკაშვილი მუშაობს ადგილზე.