„კონსერვატიული პარტიის“ აქცია ნარკოტიკების წინააღმდეგ

„კონსერვატიულმა პარტიამ“ ნარკომანიის წინააღმდეგ აქცია-პერფორმანსი გამართა. აქციის სლოგანია „სპორტი ნარკოტიკის ნაცვლად.“ მონაწილეები მანქანების კოლონიით ორთაჭალიდან გლდანის მიმართულებით გაემართნენ და მოსახლეობას ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდეს.

პარტიის ლიდერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ახალგაზრდებში ნარკოდამოკიდებულება ძალიან დიდი პრობლემაა, ამიტომაც მსგავსი ტიპის აქციები მნიშვნელოვანია. ძიძიგურის განცხადებით, პერფორმანსები არჩევნებამდე ყოველდღიურად გაიმართება.