ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

მსოფლიო ნარკომანიასთან და ნარკოტრეფიკინგთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. განსაკუთრებით აქტიურად ამ მიმართულებით ის ორგანიზაციები ერთვებიან, რომელთა საქმიანობის სფეროც დამოკიდებულების პრევენცია, მკურნალობა და რეაბილიტაციაა.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ამ დღის აღნიშვნაში მესამე წელია, მონაწილეობს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისი ყოველწლიურად აქვეყნებს ნარკოანგარიშს, რომლის სტატისტიკური და ფაქტობრივი მონაცემებით მომდევნო წლის მსოფლიო კამპანია იგეგმება. წლევანდელი ლოზუნგია „გააზიარე ფაქტები, გადაარჩინე სიცოცხლე“.