საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ – სეუში კონკურსი, „ვწერ თავისუფალ თემას“ მიმდინარეობს. ღონისძიებაში მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობენ. კონკურსის მიზანი განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გამოვლენაა.
მონაწილეებს, როგორც პირველ, ისე ფინალურ ტურში ათი თემა ეძლევათ, საიდანაც ერთი სასურველი უნდა შეარჩიონ და განავრცონ. კონკურსის საუკეთესო თხზულებები დაიბეჭდება. იდეის ავტორი პედაგოგი და ფილოლოგი გია მურღულიაა.