საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული უფროსკლასელებისთვის კონკურსი – „ვწერ თავისუფალ თემას“ გაიმართა. მეორე ტურში გადასულ, ჟიურის მიერ შერჩეულ მონაწილეებს ათი სათაურიდან სასურველი თემის შერჩევა შეეძლოთ, თავისუფალი თემის დასაწერად კი ოთხი საათი ჰქონდათ.
კონკურსში გამარჯვებული ათი საუკეთესო მონაწილის დაჯილდოების ცერემონია ნოემბერში გაიმართება და მათ სპეციალური პრიზები გადაეცემათ. კონკურსის მხარდამჭერებს შორისაა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
ახალი დღე