ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა წერილის ტექსტი, რომლის სავარაუდო შინაარსმა წინასწარ მთელი პოლიტიკური სპექტრი აალაპარაკა.
ბოლო ორ თვეში საქართველოს პრემიერმა აშშ-ის კონგრესიდან მესამე წერილობითი მიმართვა მიიღო. ამჯერად მას ოთხი ავტორი ჰყავს. კონგრესმენებს შორისაა ადამ კინზინგერი, რომელმაც წერილის გამოგზავნის ფაქტი სოციალური ქსელის საშუალებით გაახმაურა, თუმცა მისი შინაარსის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა. დღის ბოლოს ტექსტის სრული ვერსია მთავრობამ გაავრცელა. წინა შემთხვევების მსგავსად, ხელისუფლებისადმი მიმართვა ამჯერადაც კრიტიკულ გზავნილებს მოიცავს. ოთხი კონგრესმენი ეკონომიკურ ვარდნაზე, ანაკლიის პორტის პროექტზე, დაბლოკილ ფესიბუქ-გვერდებზე და მმართველი პარტიის ოპონენტთა მიმართ პროკურატურაში აღძრულ ძველ საქმეებზე მიუთითებს.
სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.