უკრაინაში მიმდინარე ომი, საქართველოს მხარდაჭერა და რუსეთის აგრესია, ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო აშშ-ის დელეგაციის შეხვედრებზეც.
ამერიკელმა კონგრესმენებმა ვიზიტი უკვე დაასრულეს. კანონმდებლები დღეს პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. რეფორმების გაგრძელება კონგრესმენების მთავარი მოწოდებაა. საგარეო გამოწვევებთან და ომის ფონზე გაუარესებულ რეგიონულ უსაფრთხოებასთან ერთად, ოპოზიციონერმა ლიდერებმა დახურულ შეხვედრაზე დელეგაციას შიდა პოლიტიკურ პროცესებზეც მიაწოდეს ინფორმაცია. დელეგაციამ, რომელსაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ხელმძღვანელობდა, ქვეყნის მიმართ მყარი ორპარტიული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.