კონფერენცია „ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში“

„ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში“ – ამ სახელწოდების კონფერენცია გახსნა პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში. ღონისძიება მიზნად ისახავს ენერგეტიკის დარგში ქალთა ჩართულობის საკითხის აქტუალიზებას, მომავალი სპეციალისტი ქალებისთვის დარგში არსებული ტენდენციების, სიახლეებისა და შესაძლებლობების გაცნობას, ქალთა ჩართულობასთან დაკავშირებით ენერგეტიკის დარგში მომუშავე, გადაწყვეტილების მიმღებ მამაკაცებში ცნობიერების ამაღლებას. კონფერენცია ორგანიზებულია USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისა და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის მიერ.