კონფერენცია ბათუმში

გამოწვევები ტურიზმის სექტორში,- ამ თემაზე ბათუმში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები ესწრებიან.

კონფერენციის ფარგლებში მოეწყო აჭარის სპეციალური გამოცემისა და ჟურნალ Entrepreneur​-ის ახალი ნომრის პრეზენტაცია, რომლის მთავარ თემას აჭარისა და ბათუმის ტურისტული პოტენციალის შეფასება წარმოდგენს. ორივე ჟურნალი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით გამოიცა.