ჯანსუღ კახიძის ცენტრში კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსის ლაურეატთა კონცერტი გაიმართა. თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით და დავით მუქერიას დირიჟორობით, კონცერტზე კონკურსის გამარჯვებულთა ნაწარმოებები შესრულდა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.