გორში გიორგი ერისთავის თეატრმა გორის ქალთა გუნდისა და ნუცი ნებიერიძის ერთობლივ კონცერტს უმასპინძლა. მუსიკალური გაფორმება კი ამერიკიდან მოწვეულმა სტუმრებმა, გრემის მფლობელმა ვარსკვლავებმა – არი ჰონიგისმა და ბამ როდრიგესმა უზრუნველყვეს. შესრულდა საგუნდო კომპოზიციები ერთობლივი ალბომიდან რომელიც 2023 წელს Leno Records-ში ჩაიწერა. ნუცი ნებიერიძის საავტორო მუსიკის ალბომი გორის ქალთა გუნდთან ქართული მრავალხმიანობისა და ამერიკული ჯაზის სინთეზია მუსიკის ტექნოლოგიასთან ერთად. პროექტი ქართულ-ამერიკული კულტურათაშორისი კავშირების გამოვლენას და ქართული მრავალხმიანობის ახლებურად გადააზრებას ემსახურება.