გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა სასწავლო წლის დასასრული აღნიშნეს. წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობაში ჩართული სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები ატენის ხეობაში შეიკრიბნენ, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით ჩატარდა. გაიმართა კონცერტიც, წარმატებული სტუდენტები კი გიორგი სოსიაშვილმა სიგელებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა.