კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საკაბელო ოპერატორებთან შეხვედრა მიმდინარეობს

უკვე სამი საათია გრძელდება შეხვედრა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. საკაბელო ოპერატორებსა და ექვს ტელეკომპანიას შორის არსებული დავის მოგვარებას,  მარეგულირებელი კომისიის წევრები ცდილობენ.

მანამდე კი, საკაბელო ოპერატორებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი არხების მოთხოვნას არ ეთანხმებიან,  რომლებიც მათი სიხშირის გავრცელებისთვის გადასახადის დაწესებას ითხოვენ.

საკაბელო ოპერატორების ნაწილთან, მათ შორის – სილქნეთთან და მაგთიკომთან, შეთანხმება მიღწეულია.