კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საკაბელო ოპერატორებთან შეხვედრა იწყება

კომუნიკაციების  ეროვნულ კომისიაში საკაბელო ოპერატორებთან შეხვედრა იწყება.

შეხვედრაზე ექვსი ქართული არხისა და საკაბელო კომპანიების დავაზე იმსჯელებენ.

არხები მათი სიხშირის გავრცელებისთვის გადასახადის დაწესებას ითხოვენ.

შეხვედრის დაწყებამდე საკაბელო კომპანიებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

რა ვითარებაა ამ წუთებში და ემუქრება თუ არა მოსახლეობას დღეს ქართული არხების ნაწილის გარეშე დარჩენის საფრთხე? – სანდრო ჯუფალაკიანი განავრცობს თემას.