კულტურის სამინისტრომ და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირმა მიმდინარე წლის თანამშრომლობა შეაჯამეს. შეხვედრაზე კომპოზიტორთა კავშირის საჭიროებებზე, პრობლემებსა და სამომავლო საქმიანობის შესახებაც ისაუბრეს. ასევე, განიხილეს სამინისტროსა და კავშირს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგები. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სამინისტროსა და კავშირს შორის პარტნიორობა გაგრძელდება და, პირველ რიგში, დაეფუძნება საქართველოს მთავრობის 2023 წლის 12 აპრილის განკარგულებას. შედეგად, კავშირი შეძლებს, უახლოეს მომავალში დაფაროს მის წინაშე არსებული სახელფასო დავალიანება და ფინანსურად უფრო მყარ პირობებში იზრუნოს ქართველ კომპოზიტორთა ხელშეწყობაზე, საგამომცემლო საქმიანობის განახლებასა და კომპოზიტორთა კავშირის შენობის რეაბილიტაციაზე. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.