კომპენსაციები სოფელ შუქრუთის მოსახლეობისთვის

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მცხოვრები მოსახლეობა კომპენსაციებს კონკრეტულ ვადებში მიიღებს. შეთანხმების მიხედვით, ხვალიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანია „შუქრუთი პლიუსი“ მოსახლეობასთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებას იწყებს. გადაწყვეტილება ადგილობრივებს კომპანიის წარმომადგენლებმა  გააცნეს და კონკრეტულ პირობებზეც შეთანხმდნენ. საინჟინრო კვლევების მიხედვით, მოსახლეობა კატეგორიების მიხედვით დაიყო. პირველ კატეგორიაში 36 ოჯახი მოხვდა და საკომპენსაციო თანხამ ორი მილიონ 300 ათასი ლარი შეადგინა. რაც შეეხება კომპენსაციების გაცემის ვადებს, ცნობილია, რომ თანხები წელიწადსა და სამ თვეში უნდა დარიგდეს. „შუქრუთი პლიუსი“ კომპენსაციებს 2020 წლის ივნისიდან გასცემს, მოსახლეობაში ჯამურად დარიგებული თანხა ამ დროისთვის მილიონ 700 ათასი ლარია.

მოამბე