კომპანია „სითი პარკი“ თბილისის მერიის წინააღმდეგ

კომპანია სითი პარკი დედაქალაქის მერიას სასამართლოში უჩივის.

სარჩელით ადვოკატებმა პირველ ინსტანციას დღეს მიმართეს. კომპანიის იურისტები დედაქალაქის მერიის მიერ ხელშეკრულების გაწყვეტის არგუმენტებს ასაჩივრებენ.

სითი პარკის სარჩელს კახა კალაძე ეხმაურება. მისი თქმით, თბილისის მთავრობა მზად არის საკუთარი ინტერესები სასამართლოში დაიცვას.