კახა კალაძე - თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რომელიც „სითი პარკის“ ფუნქციებს გადაიბარებს, კეთილსინდისიერად იმოქმედებს
კახა კალაძე - თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რომელიც „სითი პარკის“ ფუნქციებს გადაიბარებს, კეთილსინდისიერად იმოქმედებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მზად არის 10 აპრილიდან „სითი პარკის“ ფუნქციები გადაიბაროს და პარკირების მიმართულებით ქალაქში მდგომარეობა მოაწესრიგოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განცხადა.

მისი თქმით, ამ მხრივ, არანაირი პრობლემა არ არსებობს და კომპანია სრულ მზადყოფნაშია.

„ჯარიმებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, თუ ავტომობილი არასწორად იქნება პარკირებული დაჯარიმდება. გადაყვანაც მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არასწორად არის ავტომანქანა გაჩერებული და ხელს უშლის, აფერხებს მოძრაობას. არ იქნება როგორც „სითი პარკის” შემთხვევაში იყო, როცა გადაყვანილი ავტომობილებიდან შემოსულ თანხას როგორც ბიზნესს ისე უყურებდნენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია კეთილსინდისიერად იმოქმედებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს.