ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ემზარ კვიციანის ინიციატივა ჩავარდა.
„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატის მიერ შეთავაზებული პროექტი სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარულს კრძალავდა და ითვალისწინებდა დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი 1500 ლარის ოდენობით.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტის განცხადებით, ნიქაბისა და ბურკის აკრძალვა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ არ უნდა მოხდეს, თუმცა შეზღუდვების დაწესება შესაძლებელია სახის დაფარვაზე. ჟურნალისტებთან საუბარში იასინ ალიევი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ემზარ კვიციანის მიერ მომზადებულ ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მუსლიმები პროტესტით ეგუებიან იმას, რომ ხდება ერთმანეთან ისლამის და ტერორიზმის შედარება.
სოფო კილაძის განცხაებით, საკითხზე სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს, რომელიც სხვადასხვა კონფესიის პრობლემატიკის შესასწავლად შეიქმნება.
პროექტში ცვლილებებს არ გამორიცხავს მისი ინიციატორი ემზარ კვიციანი.