კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გორში

„დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს“, – გორში კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიწყო. მასში მონაწილეობას სხვადასხვა თეატრის დასები იღებენ.

ფესტივალი გორის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე მსვლელობით და საკონცერტო პროგრამით დაიწყო. გორის ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრში კი სპექტაკლი შესრულდა.