წინასაარჩევნო პოლიტიკური მღელვარების ახალი მიზეზი აშშ-ში.
დონალდ ტრამპი კოლორადოს შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება. რეზონანსული აღმოჩნდა ამ შტატის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აეკრძალა. კონსტიტუციის მე-14 შესწორების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპს საპრეზიდენტო კანდიდატობის უფლება არ აქვს. 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილეობა ამბოხად შეფასდა. კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ ქვედა ინსტანციის ის დადგენილებაც გააუქმა, რომლის მიხედვით მე-14 შესწორება პრეზიდენტებზე არ ვრცელდებოდა.
მოახდენს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე გავლენას – ქეთი ჩოხელი დეტალებით.