კობა გვენეტაძე მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ინფლაციის შემცირებას ვარაუდობს

ლარის კურსზე მოქმედი ფაქტორები დადებითია, მათ შორის ექსპორტი, ტურისტული შემოსავლები და ფულადი გზავნილები. განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გააკეთა. კობა გვენეტაძე მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ინფლაციის შემცირებას ვარაუდობს. თუმცა, ამბობს, რომ ფასებზე გავლენას რამდენიმე ფაქტორი მაინც ახდენს, მათ შორის ელექტროენერგიისა და წყლის გაძვირება.

პრესკონფერენცია რუსთავში, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გაიმართა. პოლიტიკის განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა დღეს უცვლელად დატოვა.