საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს კანონმდებლები ეროვნული ბანკის 2018 წლის ანგარიშს მოუსმენენ. სამას გვერდიან დოკუმენტს კობა გვენეტაძე წარადგენს. მაკროეკონომიკური გარემო ქვეყანაში და ფინანსური სტაბილურობა საუბრის ერთ-ერთი თემა იქნება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ინფლაციის საკითხებსაც შეეხება. დეპუტატებს კი კობა გვენეტაძესთან მთავარი შეკითხვები ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით ექნებათ.