2007 წელს, პოლიტიკოს კობა დავითაშვილის ცემის ფაქტზე, საქალაქო სასამართლოში სამედიცინო ექსპერტი დაკითხეს. ის ბრალდების მხარის მოწმეა. ნინო კიკაბიძემ სამედიცინო დოკუმენტებზე დაყრდნობით, კობა დავითაშვლის სხეულზე, თავის ქალისა და სახის მიდამოებში მიყენებულ მრავლობით დაზიანებებზე ისაუბრა. სახელმწიფო ბრალდება სისხლის სამართლის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ყოფილ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს ედავება. პროცესზე ასევე გამოიკვლიეს ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებებიც. კონკრეტულად კი ზურაბ ადეიშვილისა და დავით ქარსელაძის სატელეფონო ნომრების ამონაწერები რომლითაც, პროკურორის განცხადებით, დასტურდება ზურაბ ადეიშვილის მიერ კობა დავითაშვილისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთა. დაცვის მხარე არ ეთანხმება ბრალდების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს.