კობა დავითაშვილის ცემის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა

კობა დავითაშვილის ცემისა და მისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა.

პროცესზე სახელმწიფო ბრალდების მოწმეს მოუსმინეს. გამომძიებელმა, რომელიც საქმეში 2012 წლის დეკემბრიდან ჩაერთო, საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

დაცვის მხარემ, სასამართლოს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვის შუამდგომლობითაც მიმართა. ინტერესების დამცველის ინფორმაციით, ზურაბ ნოღაიდელი მომხდართან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს. აღნიშნულ შუამდგომლობაზე მოსამართლე გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე, 19 აპრილს გამოაცხადებს.

ყოფილი დეპუტატის, კობა დავითაშვილის ცემისა და მისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე გამოძიება ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ორგანიზებას ედავება.