საფრანგეთს მთავრობის დასაკომპლექტებლად დიდი ალბათობით რთული გზის გავლა მოუწევს.
ვადამდელი არჩევნების შედეგებით, პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოახერხა. ეროვნულ ასამბლეაში მოხვედრილი პარტიები პრემიერობის კანდიდატზე ვერ თანხმდებიან. ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა „მემარცხენე ალიანსშიც“, რომელიც არჩევნების მეორე ტურში პირველ ადგილზე გავიდა. შესაბამისად, გაურკვეველი და ბუნდოვანია კოალიციის შექმნის საკითხი. მყარი უმრავლესობის ფორმირებისთვის პოლიტიკურ აქტორებს დიალოგისკენ მოუწოდებს მოქმედი პრეზიდენტი, რომლის გაერთიანებამ არჩევნებში მეორე ადგილი მიიღო. სამ ჯგუფად დაყოფილ პარლამენტში ქაოსს და მძიმე პოლიტიკურ პროცესებს პროგნოზირებენ.