სასამართლო სისტემის რეფორმა, ამ მხრივ არსებული პრობლემები და გამოწვევები – ეს ის საკითხებია, რომელიც კოალიციის „ძალა ერთობაშია“ ლიდერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იურისტებთან და სფეროს სპეციალისტებთან შეხვედრის ფარგლებში განიხილეს. ალიანსმა სამოქალაქო სექტორს პროკურატურისა და სასამართლო სისტემის რეფორმირების კუთხით საკუთარი ხედვა წარუდგინა. იმსჯელეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირებისა და სააპელაციო დონეზე უცხოელი მოსამართლეობის მონაწილეობით პალატის შექმნის თაობაზეც. შეხვედრა საზოგადოებრივი დისკუსიების ციკლის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.