კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ახალ კამპანიას აანონსებს. მათი თქმით, იწყებენ მშვიდობიან პროტესტს და აფუძნებენ „წინააღმდეგობის მოძრაობას“. მათი განმარტებით, ეს მოძრაობა შეეცდება გამოიძიოს გაყალბებული არჩევნები. მოძრაობის წევრები მოუწოდებენ მოქალაქეებს დაიცვან თავიანთი ხმები. მოძრაობამ პირველი შეკრება ხვალ, მზიურის პარკში დააანონსა.