კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ კანონპროექტზე შენიშვნებს აქვეყნებს
“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის” შესახებ მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, შენიშვნებს აქვეყნებს კოალიცია “დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის”.
მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი არ ითვალისწინებს რეკომენდაციებს, რომელიც კოალიციამ საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის საბჭოს წარუდგინა. მათი თქმით, სახელმწიფომ არ გაითვალისწინა ინსპექტორის სამსახურისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის უფლებამოსილების მინიჭების აუცილებლობა.
კოალიცია მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციას სთავაზობს. მათთვის აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის იურისდიქცია გავრცელდეს შინაგან საქმეთა მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე.
შეგახსენებთ, კანონპროექტის თანახმად, იქმნება ახალი სამსახური, რომელიც გააერთიანებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მონიტორინგისა და სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ფუნქციებს.