„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ კოალიციის საარჩევნო პროგრამული ხედვებისა და გეგმების შესახებ ისაუბრა. გვარამიამ იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის განხორციელებასაც კოალიცია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. მისი თქმით, ქვეყანაში უნდა მოხდეს სისტემური ცვლილებები. კოალიციაში მთავარ პრიორიტეტად ევროკავშირთან ინტეგრაცია დაასახელეს. გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ ამ გზაზე პრეზიდენტის როლი არის მნიშვნელოვანი და ნებისმიერ შემთხვევაში მხარს დაუჭერენ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, იქნება ეს არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ.